გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აეროპორტიდან ქუთაისის ინფექციურ ცენტრში იტალიიდან ჩამოფრენილი ახალგაზრდა გოგონა გადაიყვანეს

25-02-2020

ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ინფექციურ საავადმყოფოში იტალიიდან ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქე გადაყვანეს. 20 წლის გოგონას  ტემპერატურა აღენიშნებოდა და დამატებითი კვლევები ჩაუტარდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფოს “ელჯი და კომპანის” მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ ისაუბრა.

“პაციენტი იმყოფებოდა იტალიის რამდენიმე ქალაქში. ის აეროპორტიდან აქ მოიყვანეს, აღენიშნება ტემპერატურა 37° და 2 ხაზი. დამატებითი კვლევები უტარდება და ცნობილი გახდება რა ტიპის ვირუსთან გვაქვს საქმე”,- განაცხდა ნადირაძემ.

კვირა