გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

“ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთში ოჯახებს ხელშეკრულების გაცნობის და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო

25-02-2020

24 თებერვალს, „ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთის მოსახლეობის 7 ოჯახს (დამუშავების პირველი ეტაპის ზონაში მოქცეული ოჯახები) ხელშეკრულების პირობების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

კომპანიამ შუქრუთში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს პრობლემის მოგვარების სქემა ჯერ კიდევ გუშინ გააცნო. აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ იგივე პირობებს ჭიათურის რეგიონის სხვა სოფლების მოსახლეობასაც სთავაზობს.

კერძოდ, კომპანიისგან შეთავაზებულია შემდეგი პირობები:

1. მხარეები აღიარებენ ჩამოქცევის ზონების, როგორც მოცემულობის არსებობას;

2. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ ქონებისადმი მიყენებული ზიანი, რომელიც არსებულ ჩამოქცევის ზონებში ექცევა, სადაც კომპანია მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს ან სამომავლოდ განახორციელებს;

3. კომპანია განსაზღვრავს მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიასა და გეგმა-გრაფიკს.

4. ქონება შეფასდება მაღალი რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ, ჩანაცვლების მეთოდის გამოყენებით;

5. მოსახლეობასთან ზიანის ანაზღაურების საკითხზე გაფორმდება ინდივიდუალური შეთანხმებები.

„ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ პრობლემის გადაჭრის გზა დიალოგია და მზად არის, სოფელ შუქრუთის მოსახლეობას ხელშეკრულებების პირობები ინდივიდუალურად გააცნოს და ის უმოკლეს ვადებში გააფორმოს.
იმ შემთხვევაში, თუ საპროტესტო აქციები, ასევე საწარმოო პროცესის შეფერხება გაგრძელდება და „ჯორჯიან მანგანეზის“ ოპერირება შეწყდება, ეს უდიდესი დარტყმა იქნება როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისე რეგიონისთვის და კომპანიაში დასაქმებულთათვის.