გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 20 წლის გოგონას სეზონური გრიპის ვირუსი დაუდგინდა

25-02-2020

ქუთაისში დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მილანიდან ჩამოფრენილი 20წლის გოგონას, რომელიც გუშინ კლინიკაში გადაიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდგინდა.

ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ანალიზების პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

როგორც “კლინიკა ლჯ და კომპანიის”მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,ანალიზების პასუხების შედეგად დადგინდა , რომ პაციენტს სეზონური ვირუსი აქვს.

ცნობისთვის, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ინფექციურ საავადმყოფოში იტალიიდან ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქე გუშინ გადაყვანეს. 20 წლის გოგონას  ტემპერატურა აღენიშნებოდა და დამატებითი კვლევები ჩაუტარდა.

კვირა