გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გურჯაანში საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების მიმართულებით ისროლეს

26-02-2020

გურჯაანში, ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების მიმართულებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა.

შემთხვევის დროს რეანიმაციაში მკურნალობის კურსს გადიოდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები 40 წლამდე მამაკაცი.

მალხაზ ბადუაშვილი ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, საავადმყოფოში ნაცემი შეიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი წარსულში თანასოფლელის მკვლელობისთვის არის ნასამართლევი. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

რამდენად უკავშირდება მომხდარი ფაქტი მის კრიმინალურ წარსულს, ამაზე საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ. საუბარი არ სურთ არც ბადუაშვილის ოჯახში, სადაც ჟურნალისტების მისამართით აგრესია გამოხატეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურების მუხლით დაიწყო.   

პია