გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოზურგეთში, მეჩაიეობის სპეციალობის პროფესიული განათლების მასწავლებლის სატრენინგო პროგრამა დასრულდა

26-02-2020

ქალაქ ოზურგეთში, პროფესიულ კოლეჯში „ჰორიზონტი“ მეჩაიეობის სპეციალობის პროფესიული განათლების მასწავლებლის სატრენინგო პროგრამა დასრულდა.


სოფლის მეურნეობას სჭირდება პროფესიონალები, რომელთაც სპეციალიზებული განათლება ექნებათ მიღებული, განათლების სისტემას კი არ აქვს ამ საჭიროების დაკმაყოფილების საკმარისი რესურსი. პროგრამის მიზანი ამ შეუსაბამობის აღმოფხვრა იყო. ტრენინგის კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადი პროფესიული განათლების და გადამზადების (VET) საპილოტე პროგრამაში მონაწილეობდა, რომელიც გურიის პროფესიულ კოლეჯში 2019 წლის სექტემბრიდან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.


„პროფესიული განათლების და გადამზადების ახალი მოდელის მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და შემოსავლის გაზრდა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.
აღინიშნა, რომ შვეიცარიის გამოცდილება საქართველოს დაეხმარება პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებაში.


„სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდა სოფლად სიღარიბის შემცირების აუცილებელი წინაპირობაა. ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება კი, თავის მხრივ, პროდუქტიულობის გაზრდას უზრუნველყოფს“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვიტონმა.
როგორც გურიის მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ აღნიშნა, ერთობლივი პროექტის განხორციელებით, გადამზადდნენ სპეციალისტები, რომლებიც თავიანთ კოლეგებს იმ ცოდნას, გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც პროგრამის ფარგლებში მიიღეს.


საპილოტე პროექტები გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის მთავრობის ერთობლივი, დიდმასშტაბიანი VET პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, პროფესიულ კოლეჯებთან, ფერმერთა საჯარო და კერძო საკონსულტაციო ცენტრებთან, უნივერსიტეტებთან და სოფლის თემებთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2022 წლამდე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში უკვე 12,000-ს სოფლად მცხოვრებ ადამიანს ჩაუტარდა ტრენინგი და საკონსულტაციო მომსახურება.