გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

“ქართული ოცნების” დეპუტატი ოპოზიციას ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს

26-02-2020

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 29-ე სხდომას საკრებულოს ოპოზიციური პარტიის არცერთი დეპუტატი ესწრებოდა,რაზეც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მარეხი ნიჟარაძემ კრიტიკული შენიშვნა გააკეთა.

მან ოპოზიციური პარტიების დეპუტატების მორალურ ვალდებულებებზე ისაუბრა და აღნიშნა,რომ ამგვარი საქციელი ამომრჩევლის აბუჩად აგდებაა.

ნიჟარაძის თქმით, ბოიკოტი გამოსავალი არ არის და ოპოზიცია ვალდებულია საკრებულოს საქმიანობაში ჩაერთოს, რათა მისი ამომრჩევლის ინტერესები დაიცვას.

“დიდი ხანია რაც ოპოზიცის წარმომადგენლები საკრებულოს სხდომებზე არ გამოჩენილან. ბოიკოტი გამოსავალი არ არის, ისინი ვალდებულნი არიან ჩაერთონ საკრებულოს საქმიანობაში. გამოხატონ მათი აზრი, თუნდაც კრიტიკული და საკუთარი ამომრჩევლის პოზიცია დააფიქსირონ. ისინი ასევე, არიან სხვადასხვა კომისიებში და რასაც ახლა აკეთებენ, ეს არის მათი ამომრჩევლის აბუჩად აგდება. მე მათ ადგილზე, თუ ბოიკოტს გამოვუცხადებდი საკრებულოს, სადაც ამომრჩევლების წყალობით მოვხვდი, ხელფასზე, საწვავზე და სალაპარაკო ბალანსზეც უარს ვიტყოდი. მართალია, კანონმდებლობით ბოიკოტის 6 თვიანი უფლება აქვთ, მაგრამ მე ვსაუბრობ მათ მორალურ ვალდებულებებზე, რაც ამომრჩევლის წინაშე აქვთ აღებული – ეს არის სამსახურეობრივი ვალდებულების შესრულება და არა დესტაბილიზაციისათვის ქუჩაში დგომა”,- განცხადა ქუთაისის საკრებულოს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მარეხი ნიჟარაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ,რომ ისინი კოორდინირებულად მოქმედებენ და თანამშრომლობის აზრს ვერ ხედავენ იმ თვითმმართველობასთან, რომლის წევრებიც ქალაქის ინტერესების დაცვის ნაცვლად,პოლიტიკური ოპონენტების დევნით არიან დაკავებული.

გიგა შუშანიას თქმით, ქუთაისის საკრებულო ჩამოყალიბდა არანორმალური ადამიანების ძალად, რომლებიც ქალაქის ინტერესების დაცვის ნაცვლად,პოლიტიკური ოპონენტების დევნით არიან დაკავებული.

“ჩვენი ბოიკოტის გამომწვევი მთავარი ფაქტორი, ეს იყო ივანიშვილის მიერ, ქართული საზოგადოების გადაგდება და პროპორციული არჩევნების დაპირების უკან წაღება. რაც შეხება ქუთაისის საკრებულოს, ეს არის ნოტარიული ბიურო, რომელიც ისე ამტკიცებს საკითხებს, რომ ერთი შენიშვნაც კი არავის უჩნდება,სადაც ყველა ერთ აზრზეა. ვიდრე ჯანსაღი გარემო არ შეიქმნება, ჩვენი სხდომებზე დასწრების აზრს ვერ ვხედავთ. ყველა ოპოზიციური პარტია ამ საკითხში ვართ ერთსულოვანი და ეს არის ერთობლივი გადაწყვეტილება. თუმცა, ჩვენ ამომრჩევლებთან გვაქვს პირადი შეხვედრები და მედიის დახმარებითაც ვკონტაქტობთ საზოგადოებასთან. კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არაა”, – განაცხადა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.

კვირა