გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ფოთიდან ზუგდიდში გადაჰყავთ ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება

27-02-2020

ფოთის ცენტრალური კლინიკიდან ზუგდიდში გადაჰყავთ 18 წლის გოგო, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იტალიაში იმყოფებოდა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

ამის შესახებ ინფორმაცია PIA.GE-ს კლინიკის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა დაუდასტურა.

მისივე თქმით, გოგოს მდგომარეობა სტაბილურია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან 25 თებერვალს შემოვიდა.

პია