გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პაციენტების მიმართვიანობა არ მომატებულა

27-02-2020

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პაციენტების მიმართვიანობა არ მომატებულა. საავადმყოფოში განმარტავენ,რომ პანიკის საფუძველი, დღეის მდგომარეობით, არასაფუძვლიანია .

როგორც “რეგიონულ კვირასთან “რეფერალური საავადმყოფოს ექიმი განმარტავს, ვირუსული ინფექციებით დაავადებული პაციენტების მიმართვიანობა არ ფიქსირდება და საავადმყოფო მზადაა კორონა ვირუსის შემთხვევაში, პაციენტები “ბოქსირებულ” ოთახებში მოათავსონ.

ბოქსირებული პალატები გვაქვს,ერთდროულად შეგვიძლია რამდენიმე პაციენტის მიღება. ინფექციური და ეპიდემიოლოგიური სამსახური მუშაობს, შესაბამისად დატრენინგებულები არიან და იციან როგორ მოახერხონ პაციენტებთან და ინფიცირებულებთან კონტაქტი”, – განმარტავს მარიამ მრელაშვილი.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სამი ბოქსირებული პალატა ფუნქციონირებს,სადაც ექვსი პაციენტის მოთავსებაა შესაძლებელი.

კვირა