გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თელავში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა

5-02-2018

თელავის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სოფელ ქვემო ხოდაშენში BMW-ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შეჯახების სიმძიმიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მანქანის სპეციალური ტექნიკით გაჭრა და ავტომობილიდან მგზავრების გამოყვანა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, სახანძრო და პოლიციის ბრიგადები. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ამ წუთებში დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"