გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

"4 საათამდე ჩუჩქნა და მერე გაიპარა" - ლიხაურელები აჭისწყალზე ინერტიული მასალების მოპოვებას აპროტესტებენ

28-02-2020

ოზურგეთში, სოფელ ლიხაურის მოსახლეობა მდინარე აჭისწყალის ხეობასთან ინერტული მასალების მომპოვებელი კომპანიისგან სამუშაოების შეწყვეტას ითხოვენ. ადგილობრივები კომპანია "კავკას ცემენტ ჯორჯიას" სამუშაოებს პერიოდულად აპროტესტებენ. მოსახლეობის პროტესტის გამო კომპანიას ქვიშა - ღორღის მოპოვების სამუშაოები დროებით შეწყვეტილი ჰქონდა.

"შენ კი გაქვს ლიცენზია, მაგრამ მე არ გიშვებ, მოსახლეობა არ გიშვებს, თემი არ გიშვებს, ეს არის ადმინისტრაციული კანონდარღვევა. მაშინ რას ეკითხები სოფელს? ახლა შემოსული 3-4 დღე, იმდენი აქვს გატანილი, იცოდა 4 საათამდე ჩუჩქნა და მერე გაიპარა, კარიერზე ხალხი არ დაგვხვდა, ანუ ხალხის ეშინია. რას ვაპირებთ და უნდა კიდევ შეხვედრა? კიდევ შეხვდება სოფელი, მაგრამ აჭისწყალზე კარიერები არ ამუშავდება," - აცხადებს ლიხაურის მაცხოვრებელი

ადგილობრივების თქმით, მდინარიდან ქვიშა-ღორღის გატანის გამო წყლის დონემ დაიწია, რის გამოც სოფელში აღარც წყლის წისქვილები და აღარც საკალმახეები აღარ ფუნქციონირებს.

რუსთავი2