გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის მშენებლობა გრძელდება

28-02-2020

კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის მშენებლობა 60 მოსწავლეზე. სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯავა“ აშენებს.


საჯარო სკოლის შენობა, სადაც ამჟამად სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 1882 წელს საქართველოში წერა - კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაარსა და მას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.


შენობა  სასკოლო მოთხოვნილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ახალ სკოლაში მოსწავლეებს და პედაგოგიურ კოლექტივს საუკეთესო პირობები ექნებათ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა წინარეხის ადმინისტრაციულ ერთეულში ესტატე აბულაძემ.


სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას კასპის მუნიციპალიტეტში ერთერთი პრიორიტეტია. ახალი სკოლების მშენებლობა 4 სოფელში მიმდინარეობს: კოდისწყარო, ხოვლესა და ქვემო გომში.