გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ფოთის პორტში ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა

28-02-2020

ფოთის პორტში ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი კისრის არეში შემავალი ჭრილობით ფოთის ჰოსპიტალში ერთი საათის წინ შეიყვანეს.
მამაკაცმა დაზიანება სავარაუდოდ ერთ-ერთ ტერმინალზე მიიღო, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარება მძიმეა.
„პორტის სასწრაფო დახმარების მიერ მოყვანილია 39 წლის მამაკაცი. აღენიშნება შემავალი ჭრილობა კისრის არეში მარცხნივ და გულმკერდის ტრავმა. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე, უტარდება შესაბამისი მკურნალობები“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამო,ლძიება სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კვირა