გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმში "ლეიბორისტული პარტიის" ოფისი, რომლითაც "გაბედეს" წევრები სარგებლობენ, დაარბიეს

2-03-2020

ბათუმში გაურკვეველმა პირებმა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისი დაარბიეს, რომლითაც ამჟამად მოძრაობა "გაბედეს" წევრები სარგებლობენ.

მოძრაობის წევრები ვარაუდობენ, რომ ოფისის დარბევის ფაქტი პოლიტიკურად მოტივირებულია.

მათი განმარტებით, დარბევა მაშინ მოხდა, როდესაც მოძრაობის წევრები ოფისში არ იმყოფებოდნენ.

"გაბედეს" წევრების ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ჩამოხიეს ბანერები და დააზიანეს დროშები.

"ჩამოხეული იყო ჩვენი დამზადებული ბანერები. ასევე ჩამოგლეჯილი გარედან ჩვენი დროშა. მე პირადად ამ ყველაფერს ვღებულობ პირდაპირი მნიშვნელობით რაღაც ტიპის მომართვად და მინიშნებად იმისა, რომ ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ნამდვილად აწუხებს ხელისუფლებას," - აღნიშნა მოძრაობა "გაბედეს" წევრმა დიმიტრი ლიპარტელიანმა.

რუსთავი2