გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აჭარის დელეგაცია ქვემო სილეზიაში გამართულ რეგიონულ სამიტს დაესწრო

2-03-2020

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი ქვემო სილეზიის რეგიონული პარლამენტის მიწვევით ქვემო სილეზიაში სამმხრივ რეგიონულ საპარლამენტო შეხვედრას დაესწრნენ.


თანამშრომლობის სამმხრივი სამიტი უკვე მეორედ გაიმართა და იგი ბრანდენბურგის ლანდტაგს, ქვემო სილეზიის სეიმიკსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღმავებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.


სააგენტოს ხელმძღვანელს ზაურ ახვლედიანს შეხვედრები ჰქონდა ვროცლავის ეთნოგრაფიული მუზეუმის და ამავე ქალაქის მარშალის ოფისის კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან.


დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით, როგორც სპეციალისტების გაცვლის - გადამზადების, ასევე ერთობლივი საგრანტო პროექტების შემუშავებში.