გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი ვოლსკი: მივმართავ გიგი უგულავას, დამისახელოს ერთი ოლქი მაინც, სადაც თავის კანდიდატურას დააყენებს და გაიმარჯვებს

2-03-2020

„მივმართავ გიგი უგულავას, დამისახელოს ერთი ოლქი მაინც, სადაც თავის კანდიდატურას დააყენებს და გაიმარჯვებს“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.


გიორგი ვოლსკის განცხადებით, თუ ოპოზიციას რეალურად სურს სიტუაციის შეცვლა, საარჩევნო პროცესში უნდა ჩაერთონ და მერე გადაწყვიტონ, თუმცა, ის ფაქტი, რომ შეთანხმებულ პოზიციაზე ამბობენ უარს, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მას საფუძვლიან ეჭვს უჩენს.


„თუკი შეგიძლია გაიმარჯვო და შეცვალო სიტუაცია, ჩაერთე მაშინ საარჩევნო სისტემაში, საარჩევნო პაექრობაში და იქ გამოიჩინე თავი და მერე გადაწყვიტე, თუ შეუძლია ამ მთავრობას, უთხრას პროკურატურას, რომ დაივიწყე, 30 მილიონი მოიპარა თუ 50 მილიონი, არ აქვს მნიშვნელობა, მთავრია, რომ რაღაც პოლიტიკური გემოვნება დავაკმაყოფილოთ.  ძალიან მიჭირს მე გიგი უგულავაზე საუბარი. ციხეში ჯდომა ისეთი რაღაც არის, რომ ემოციურად ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ხომ ფაქტია და გამარჯვება თუ გინდა, მოდი და გაიმარჯვე.  ან ბოკერია, მჯიღს რომ ირტყამს მკერდში-  გაიმარჯვოს. მივმართავ ეთერით, დამისახელოს ერთი ოლქი მაინც, სადაც თავის კანდიდატურას დააყენებს და გაიმარჯვებს. მეორე, ულტიმატუმის თემა და მესამე- რატომ ამბობენ უარს ყველანაირად შეთანხმებულ პოზიციაზე, თუ არა ერთი მიზეზი. მე მაქვს უფლება და მაქვს საფუძველი, მქონდეს დიდი ეჭვი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.