2-03-2020
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლებსა და ბაღებში სადენზიფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა მუნიციპალურ ტრანსპორს, რომელიც ყოველდღიურად სპეციალური ხსნარით დამუშავდება.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასკოლო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ სასწავლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები რამდენჯერმე კვლავ ჩატარდება.