გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ამირან გამყრელიძე: გვარამიას პოლიტიკურ დისკუსიაში სურდა ჩავეთრიე

2-03-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ გადაცემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიამ მას ბევრი ტალახი ესროლა.

„მე არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ ის რაც ნიკა გვარამიამ იკადრა ჩემს მიმართ საწყენია. ჩემთვის ბევრჯერ უსვრიათ ტალახი, ძალიან ტოლერანტული ვარ, როცა საქმეს აკეთებ ხშირად გესვრიან ტალახს, ბევრჯერ გამომიცდია, მაგრამ ყველაზე საწყენია დაუმსახურებლად ტალახის სროლა. გვარამიამ ბევრი ტალახი ისროლა. მადლობა მინდა ვუთხრა იმ ექიმებს ვინც გვარამიასთან ერთად გადაცემაში იღებდნენ მონაწილეობას და მას არ აყვნენ ამ პოლიტიკურ აჟიოტაჟში, რადგან ისინი პროფესიონალები არიან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ყველაზე საწყენი ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობის დაუფასებლობაა.

„მას სურდა რომ მე ჩავეთრიე... მე მას დავთანხმდი, რომ მივიდოდი მასთან ეთერში და ვისაუბრებდი რაც ხდება დღეს ქვეყანაში, ოღონდ ერთი პირობით რომ ამას არ ექნებოდა პოლიტიკური სარჩული. მათ უნდოდათ ჩემი პოლიტიკურ სცენარში ძალით ჩართვა. მე არ ვსაუბრობ პოლიტიკაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.