გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს იტალიიდან დაბრუნებულმა მგზავრმა მაღალი ტემპერატურის გამო მიმართა

2-03-2020

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 37,2 ტემპერატურით კიდევ ერთი პაციენტია მოთავსებული -30 წლამდე მამაკაცმა სამედიცინო დაწესებულებას საკუთარი ინიციატივით მიმართა.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის განმარტებით, მოქალაქე ქუთაისის აეროპორტში იტალიიდან გუშინ ჩამოფრინდა, მას დღეს უკვე აღენიშნებოდა ცხელება და ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა.

პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მას პროტოკოლით გათვალისწინებული პროცედურები უტარდება.

ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში დღესვე გადაიგზავნება. ბათუმში, ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ ერთი პაციენტი იმყოფება, რომლის ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

რუსთავი2