გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

“მაგათ უნდათ არეულობა” – საოკუპაციო ზოლთან ვაშაძის და ქაცარავას ჩასვლამ ადგილობრივები გააღიზიანა

2-03-2020

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში საოკუპაციო ზოლთან დავით ქაცარავა და გიორგი ვაშაძე იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას. თუმცა მოსახლეობა მოძრაობის “ძალა ერთობაშია” და პარტიის “ერთიანი საქართველო” ლიდერების ჩასვლამ გააღიზიანა. ადგილზე მცირე შელაპარაკებაც მოხდა. ადგილობრივებმა მოძრაობის წევრებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდეს, რომ “ვითარებას კიდევ უფრო ნუ ძაბავენ”.

“ქაცარავამ სადაც ფეხი დადგა, ყველგან გამოაგდეს, ჩვენ კიდე პირზე კოცნით შევხვდით. ახლა ეგენი მოჰყავს… უნდა იყოს აქციები და მიტინგები, მაგრამ ნორმის ფარგლებში, ის პარტიები და ადამიანები უნდა მართავდნენ აქციებს, რომლებსაც არანაირი დანაშაული მიუძღვით ქართველი ერის წინაშე. ნუ აღიზიანებენ ხალხს და იქით მხარეს მით უმეტეს, მაგათ უნდათ არეულობა და სხვა არაფერი”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სოფელ ოძისის მოსახლეობა “ნაციონალურ მოძრაობასა” და მასთან ასოცირებულ ოპოზიციურ პარტიებს მმართველობის პერიოდს ახსენებს. მათი თქმით, ისინი ასე თავისუფლად არ უნდა დადიოდნენ, მით უმეტეს, საოკუპაციო ზოლთან.

“მე რომ მაღაზია მქონდეს და ვინმეს ერთი ლარი მოვატყუო, ეგრევე დამიჭერენ, ამათ მილიონები მოიპარეს და თავისუფლად დადიან. უნდა დაიჭირონ ყველა და დაიჭერენ კიდეც, ვის რა შერჩება.
საოკუპაციო ზოლს რაც შეეხება, თუ ვინმე რამე ბუნტს აუტეხავს, მაშინ გადმოვლენ და ჩამოვლენ თბილისშიც. 2008-შიც ხომ ეგ უნდოდათ ამათ, რომ წაეღოთ ეს რაიონი და ხეობა და წაიღეს კიდეც”, – ამბობს ზაქარია ზაზუაშვილი.

როგორც ირკვევა, საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა მშვიდობიან აქციებსა და პერფორმანსებს მიესალმება, რა თქმა უნდა საკუთარი მიწების დაბრუნება ჩვენზე მეტადაც სურთ, თუმცა ყველა პარტიასა და მოძრაობას პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ – “ისევ ჩვენზე გადატყდება მერე, ისევ ჩვენ დავრჩებით სახლების გარეშე”.

კვირა