გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქობულეთში მოსახლეობა გზის დაგებას ითხოვს – მერია პრობლემის მოგვარებას 2020 წელს დაპირდა

2-03-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ზედა ლეღვაში მოსახლეობა გზის მოწესრიგებას მოითხოვს. ამ მიზნით ადგილობრივები შეიკრიბნენ და შესაბამის ორგანოებს დახმარების თხოვნით მიმართეს. ამბობენ, რომ პრობლემა წლების განმავლობაში მოუგვარებელია, მათი არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, უგზოობა დღემდე აწუხებთ.
სოფელში, სადაც 350-მდე ოჯახი ცხოვრობს, უამინდობის დროს ტრანსპორტით გადაადგილებაც შეუძლებელი ხდება. მიკროავტობუსები, რომლებიც სკოლის მოსწავლეებსა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ემსახურებოდნენ – მუშაობა შეწყვიტეს. მძღოლების თქმით, მოუწესრიგებელი გზის მონაკვეთი ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია, ამიტომ გადაწყვიტეს ხელისუფლების რეაგირებას დალოდებოდნენ. მათი პროტესტი კი იქამდე გაგრძელდება, სანამ შესაბამისი ნაბიჯები არ იქნება გადადგმული.
სოფელში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემიდან გამომდინარე მძღოლები ავტომობილების დაზიანებაზეც საუბრობენ. როგორც სოფელში შეკრებილებმა ,,რეგიონულ კვირასთან“ განაცხადეს, ადგილობრივ ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად ერთკვირიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ და საპროტესტო აქციებს კვლავ მოაწყობენ.
სოფელში იმყოფებოდა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტრამენტის ქობულეთის განყოფილების უფროსიც. ერეკლე კახიძემ ადგილზე მოისმინა მოსახლეობის მოთხოვნა. დეპარტამენტის ქობულეთის განყოფილების უფროსმა ,,რეგიონულ კვირასთან“ განაცხადა, რომ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ლეღვას გზის ნაწილი უკვე მოწესრიგებულია. დარჩენილია 2.5 კმ. დეპარტამენტის მიერ შესაბამისი პროექტი მიმდინარე წელს იქნება შეძენილი, რის შემდეგაც განისაზღვრება გზის რეაბილიტაციის ვადა.

კვირა