გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრა გამართა

3-03-2020

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, რეგიონში, COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტების მერები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების დირექტორები, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ესწრებოდნენ.


შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა, საკოორდინაციო-სამუშაო ჯგუფის წევრებისგან რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მოისმინა, მათ შორის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, მუნიციპალიტეტების მასშტაბით, სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ეტაპობრივად ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს. ამასთან, შეხვედრაზე გაცხადდა, რომ სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე რეგიონში გაუქმდება 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.


აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.