გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი მარგველაშვილს პირადი დაცვა მოუხსნეს - ამის შესახებ ექსპრეზიდენტი "ტვიტერზე" წერს

3-03-2020

გიორგი მარგველაშვილს პირადი დაცვა მოეხსნა. ამის შესახებ მეოთხე პრეზიდენტმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"გუშინ მთელი გულით მადლობა გადავუხადე არაჩვეულებრივი სამსახურისთვის და დავემშვიდობე ჩემი პირადი დაცვის წევრებს. ეს დამარცხებული "ქართული ოცნების" კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა, რომ ძირი გამოუთხაროს პრეზიდენტის ინსტიტუტს,"- წერს მარგველაშვილი.

ყოფილ პრეზიდენტს უკვე უპასუხეს მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ კანონით უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ, მაღალი თანამდებობის პირები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სიაში აღარ ირიცხებიან.

rustavi2