გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გორგი ცუცქირიძე: ფადი ასლის განცხადებები ერთი ერთში იმეორებს ნაციონალური მოძრაობის ნარატივს

3-03-2020

„საერთაშორისო სავაჭრო პალატა ეს არის ნაციონალური მოძრაობის ერთერთი შტაბი - ბიზნესით შეფუთული პოლიტიკური ფილიალი. მისი განცხადებები ერთი ერთში იმეორებს მთელი ოპოზიციური ფლანგის და ნაციონალური მოძრაობის დღევანდელ ნარატივს, იმას, რასაც ამბობენ ხაბეიშვილი, ბოკერია და ნაციონალური მოძრაობის სხვა ღია ფეისები“, - განაცხადა ექსპერტმა საბანკო საკითხებში გიორგი ცუცქირიძემ POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.


ცუცქირიძე შიდა პოლიტიკაში ფადი ასლის ჩარევის ფაქტებს იხსენებს, რომელიც მიუღებელია საერთაშორისო სავაჭრო პალატის წესდებისთვის, რადგან თავისი სტატუსით, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის წმინდა სავაჭრო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ექსპორტ-იმპორტის სტიმულირებას ქვეყანაში.


„პირველი იყო თი ბი სის საქმე, როდესაც სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ღია წერილი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის სახელზე, სადაც მას ბიზნესის დატერორებაში, დემოკრატიის შეზღუდვაში, ავტორიტარიზმისკენ გადახრასა და ბევრ ცოდვაში დასდო ბრალი. ბოლოს იყო - თავი დაანებე წარმატებულ ინსტიტუტს - თი ბი სი ბანკს, ვითომ ბიძინა ივანიშვილი ბანკის გაკოტრებას უპირებდა. ამ მუხტმა არ იმუშავა, რადგან, როცა ეროვნულმა ბანკმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააჯარიმა, თი ბისი ბანკი დაეთანხმა და მილიონ ასი ათასი გადაიხადა. ამის მერე პაუზა გააკეთა და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, როცა მესამედ გადაუვადეს კონსორციუმს თანხის მოტანა, პრემიერ-მინისტრის სახელზე გააკეთა მეორე მიმართვა - ღია წერილი, განავრცო ძველი ბრალდებები, რუსული კვალი დაინახა და ხელისუფლებას ყველა ცოდვაში ბრალი დასდო“ - განაცხადა ცუცქირიძემ.


მისი თქმით, ხელისუფლების სისუსტე ის არის, რომ პირველი განცხადების შემდეგ პირდაპირ წერილი უნდა გაგზავნილიყო პარიზში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის სათავო ოფისში, სადაც უნდა მიითებულიყო, რომ მისი პრეზიდენტი ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში.


„ვინ კითხავს ფადი ასლის შიდა პოლიტიკურ პროცესებს? როცა ფადი ასლი ამ განცხადებებს აკეთებდა, ბანკების ასოციაციამ, ბიზნესმენთა ასოციაციამ გააკეთეს ძალიან მოზომილი და სწორი განცხადება, სადაც თქვეს, რომ დაველოდოთ გამოძიებას. ეს რომ ამოხტა შარვლიდან არამკითხე მოამბესავით, ეს ხომ არ იყო შემთხვევითი, როცა ასეთი ფიგურები აკეთებენ განცხადებებს, არ უნდა გატარდეს. თან ხაზს უსვამს ხოლმე, რომ თავის საერთაშორისო პარტნიორებს ყველაფერს შეატყობინებს. ბოლოს რისი ტირაჟირებაც ექსპერტმა ფადი ასლიმ გააკეთა იყო ის, რომ ხელისუფლება ცუდია, ქვეყანა და ხალხი გაღარიბდა. მთლიანი შიდა პროდუქტი გადაიყვანა დოლარის კურსზე და მიიღო შემცირება. მან თქვა, რომ 1.2%-ით შემცირდა, სინამდვილეში 1.6% ით არის გაზრდილი. არ შემცირდა, მაგრამ რომც შემცირებულიყო, გეტყვით სად არის არაობიექტურობა და მისი პოლიტიკური ვექტორი. 2012-დან 2019-მდე, ისეთი ქვეყნები, რომლებსაც თავისი ვალუტა აქვს - ნორვეგია, ავსტრალია, იაპონია და სხვა, ნორვეგიის მშპ დოლარში გადაყვანილი შემცირდა 23%-ით, ავსტრალიის 21%-ით, იაპონიის 16%-ით, შვედეთი-12%-ით და სხვა. რა გამოვიდა, ამ ქვეყნების ცხოვრების დონე შემცირდა? პირიქით, გაზრდილია. საერტაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ყველა მიმართულებით აქვეყნებს მონაცემებს.“ - აცხადებს ცუცქირიძე.


ამასთან, ცუცქირიძის თქმით, პიარი, რომელსაც ოპოზიციის მხარდამჭერი ტელევიზიები ეწევიან, პოზიტივის გადაფარვისკენ არის მიმართული. ცალკეული შემთხვევები გადაყავთ სისტემურ პრობლემაში და ხელისუფლების გაშავებაში.


„რატომ არის ნეგატივზე დამუხტული და დაძაბულობაზე აგებული ნაციონალური მოძრაობს მხარდამჭერი ტელევიზიები, მიზანი არის მესიჯი ინვესტორებისთვის, აი, ხომ ნახეთ აქ რა ხდება, ინვესტიციებს თუ ჩადებთ. ინვესტორები დილიდან ეცნობიან ახალ ამბებს, როცა სტრესი იზრდება, ეკონომიკა იკუმშება. ამის მიზანია ასევე მოსახლეობის დაზაფრვა, იმიტომ რომ დაზაფრულ მოსახლეობაზე ზეგავლენა და მანიპულაცია წინასაარჩევნოდ ყველაზე ადვილია. ამ ისტერიით ისინი ახდენენ ხელისუფლებაზე შეტევასაც, ხელისუფლებაზე ხდება წერტილოვანი დარტყმები. ემზადებიან, შტაბი გახსნა, შტაბი იქმნება რევოლუციის წინა პერიოდებში. სანამ შტაბს გახსნიდა სააკაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილის დამარცხების ერთადერთი რეცეპტი თავგანწირვაა. ოპოზიცია, რომელიც ამბობს ყოველგვარ პრინციპზე, იდეალზე, ღირებულებით კრედოზე უარს და ამბობს, გუშინ ასე იყო საჭირო, დღეს ასეა საჭირო, წარმოგიდგენიათ რა მოხდება, ის რომ კრებსითად მოვიდეს ხელისუფლებაში ქვეყანა რა კატასტროფაში შეიძლება გადაიჩეხოს?“ - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.