4-03-2020
ცნობილ ამერიკელ რეპერს, ემინემს აინტერესებდა, თუ შეუძლიათ მის თაყვანისმცემლებს, ისევე სწრაფად წაიკითხონ ტექსტი, როგორც ამას თავად არტისტი ერთ-ერთ ცნობილ სიმღერაში, „გოდზილაში“ ახერხებს.
16 წლის ნინი ჩილაჩავა ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში სწავლობს.ის კლასში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა. ფლობს უცხო ენებს და მის ყველაზე საყვარელ გატაცებაზე-რეპზე გვიყვება.
,, ქავერების ჩაწერა მიყვარდა, ამერიკელ რეპერ ემინემსაც დიდი ხანია ვუსმენ, მისი პირველი რეკორდის ვიდეოც ჩავწერე “rap god”. როცა გავიგე, რომ ემინემმა საკუთარი რეკორდი მოხსნა ახალი სიმღერით “godzilla”,გადავწყვიტე მესწავლა ,თან მეგობრებიც მირჩევდნენ რომ ამეტვირთა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.ვიდეოს დადების შემდეგ კლიპს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის შემდეგ ემინემმა თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო ,სადაც გამოიწვია ფანები, რომლებსაც უნდა შეესრულებინათ ჩქარი ნაწილი და მიეთითებინათ hashtag-ით #godzillachallenge ამიტომ ჩემი ვიდეოს აღწერაში ჩავამატე hashtag. ამგვარად ჩემი ვიდეო ატვირთა ერთ-ერთმა კორეულმა საიტმა,რომელსაც ახლა 131 ათასი ნახვა აქვს ინსტაგრამზე. ახლა ჩემი ვიდეო ტრენდინზე ტოპ ათეულშია”-აცხადებს ნინი.
მისი თქმით, ამ უპრეცედენტო შემთხვევამ მისცა შესაძლებელია, დიდ სცენაზე იდგეს და გარეპოს. მისი მთავარი გულშემატკივრები დედა ეკა ჩილაჩავა და მეგობრები არიან.
[