გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მიხეილ სააკაშვილი: მე და გუბაზმა ერთმანეთთან ძმურად ჩახუტება შევძელით

4-03-2020

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შტაბი, რომელიც მან საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გახსნა, შერიგების პლატფორმა უნდა გახდეს. ეს განცხადება სააკაშვილმა ვიდეო ჩართვისას გააკეთა.


„ეს მომავლის გეგმების დალაგების შტაბია. ეს ასევე შერიგების პლატფორმაა - როგორც მე და გუბაზ სანიკიძემ შევძელით კაცურად დაჯდომა ერთ მაგიდასთან, ძველი წყენის დავიწყება, ერთმანეთთან ძმურად ჩახუტება და აბსოლუტური თანხვედრა ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმეში. ზუსტად ასევე, ყველა ქართველმა ადამიანმა უნდა შევძლოთ იმავეს გაკეთება. ეს არის ჩემი ამოცანა და არა ძველი ქიშპობა. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა და ეს ნიშნავს წარსულის გვერდზე გაწევას და მომავალზე კონცენტრირებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


ვიდეო ჩართვას გუბაზ სანიკიძე, თაკო ჩარკვიანი და ზვიად კუპრავა ესწრებოდნენ.







NSP.GE