გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

კასპში პროფესიული სასწავლებელი შენდება

4-03-2020

კასპში გრძელდება 200 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი, სრულად ადაპტირებული პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა.


თანამედროვე სტანდარტების, პროფესიული სასწავლების საგანმანათლებლო პროგრამები რეგიონში მოთხოვნად პროფესიებს ეფუძნება. მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება და რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას  შეუწყობს ხელს.


სასწავლებელი,  რეგიონისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის მიმართულებისა და მასთან დაკავშირებული დარგების - ვეტერინარიის, მექანიზაციისა და მებაღეობა-მეხილეობის სპეციალისტებს  მოამზადებს.  ასევე მომზადდებიან ელექტრო შედუღების, ხარატის, მაღალი ძაბვის ელექტროობის, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების, ამწის ოპერატორ-მემანქანის სპეციალისტები.  სასწავლებელი ხელს შეუწყობს კვალიფიციური, სერთიფიცირებული სპეციალისტების მომზადებას, შესაბამისად  დასაქმებასაც.


სასწავლებელი ორიენტირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე. მისი ღირებულება 3 893 624 ლარია, რომელსაც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აფინანსებს.