გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გიორგი გახარია: შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის აღდგენისთვის 1,5 მილიონი ლარი გამოიყოფა და კონკრეტული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება

5-03-2020

მთის ფონდიდან გამოიყოფა 1,5 მილიონი ლარი იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, ჩვენ შატილში ბავშვებს აღვუდგინოთ სკოლა-პანსიონი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს საკითხი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთავრობის სხდომაზე გამოაქვს.


„მოგეხსენებათ, რომ შატილში სკოლა-პანსიონი დაიწვა 2019 წლის ოქტომბერში. ჩვენ მაშინ გავეცით დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში აღვადგენთ ამ სკოლა-პანსიონს. კლიმატური პირობები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები. რა თქმა უნდა, ეს დაპირება შესრულდება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.