« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
6-02-2018
დღეს, 5 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის სოფ. გლოლაში საბავშვო ბაღი გაიხსნა, სადაც ადრეული და სკოლამდელი ასაკის 9 აღსაზრდელი სასიამოვნო გარემოში შეძლებს წინასასკოლო მომზადებას. საბავშვო ბაღი აღჭურვილია თანამედროვე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ინვენტარით.
საბავშვო ბაღის საზეიმო გახსნას რაჭა-ლეჩუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი - არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი - ემზარ საბანაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ბავშვებს წინასასკოლო მზადებისათვის საჭირო საჩუქრები გადაეცათ. მუნიციპალიტეტის მკვიდრმა მეწარმეებმა- რევაზ რაზმაძემ და ირაკლი ჩაგელიშვილმა, ბაღს ფულადი საჩუქარი გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ გლოლაში საბავშვო ბაღი 1994 წლიდან აღარ ფუნქციონირებდა.