გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოფელ წინანდლის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

5-03-2020

სოფელ წინანდლის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  ადგილობრივების ინფორმაციით, საპირისპირო მხარეს მოძრავი “ნისან ტიდას” მარკისა და ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც დისტრიბუციის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საცხოვრებელი სახლის კარებს დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. როგორც მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა”რეგიონულ კვირას” განუმარტა, საპირისპირო მხარეს მომავალი სადისტრიბუციო მანქანა მას დიდი სისწრაფით დაეჯახა.
“მოსახვევში რომ ჩამოვდიოდი, მანქანა მოდიოდა დიდი სისწრაფით და დამეჯახა. მერე გაქანდა და საცხოვრებელი სახლის კარებს შეასკდა “, – ამბობს გივი ელიზბარაშვილი.

კვირა