გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჭიათურა-საჩხერის საავტომობილო გზის გაწმენდის მიზნით სპეციალური ჯგუფი შეიქმნა

6-02-2018

ჭიათურის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურში სპეციალური 6 კაციანი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ცენტრალური საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოებისთვის იმუშავებს. ახლად შექმნილმა ჯგუფმა ჭიათურა- საჩხერის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება დღეიდან დაიწყო. მუშახელისა და სპეცტექნიკის ერთობლივი მუშაობით გზის ნაპირების კაპიტალური გაწმენდა ხდება.
ჭიათურა-საჩხერის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სამუშაოები ჭიათურის მერის პირველმა მოადგილემ გივი მოდებაძემ დასუფთავებისა და კეთლმოწყობის სამსახურის უფროსთან, ზურაბ ცარციძესთან ერთად დაათვალიერა. როგორც გივი მოდებაძემ აღნიშნა, სპეციალური ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს, გზის გაწმენდის შემდეგ კი მისი გადარეცხვითი სამუშაოები ჩატარდება.