გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

გიორგი ცუცქირიძე საერთაშორისო სავაჭრო პალატის პარიზის ოფისს მიმართავს

5-03-2020

გიორგი ცუცქირიძე საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობის საბჭოს წევრებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს, მაია სიდამონიძეს და ლექსო ალექსიშვილს მიმართავს


„ვამზადებ შესაბამის წერილს საერთაშორისო სავაჭრო პალატის პარიზის ოფისში გასაგზავნად, თუ რამდენად შესაფერისია ეს ადამიანი, რომ წარმოადგენდეს და საუბრობდეს ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის სახელით”,- ამის შესახებ ექსპერტი საბანკო - საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.


როგორც ცუცქირიძე აცხადებს, გუშინ ბატონმა ფადი ასლიმ თავის ფეისბუქ გვერდზე, გამოაქვეყნა საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) პრესრელიზი ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც აღნიშნულია, რომ მე მას სიცრუეში ვადანაშაულებ და შეცდომაში შემყავს საზოგადოება.


ვინაიდან ჩვენს შორის დაწყებული პოლემიკა ცალსახად გასცდა პირად მოსაზრებებს, დამდო პატივი და გადაიყვანა ორგანიზაციის დონეზე, ვიტოვებ უფლებას პირველ რიგში მივმართო საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობის საბჭოს წევრებს: პირველ ვიცე- თავმჯდომარეს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს, მეორე ვიცე - თავმჯდომარეს მაია სიდამონიძეს, ასევე ლექსო ალექსიშვილს . არიან თუ არა ისინი ამ პოლემიკის საქმის კურსში და ეთანხმებიან თუ არა ორგანიზაციის თავმჯდომარის მხრიდან პოლემიკაში გამოყენებულ აშკარად შეურაცმყოფელ სიძულვილის ენას და ასევე, საქართველოს ეკონომიკის შეფასებებს იმ ციფრების მანიპულირებით, რომელსაც ის იყენებს.