გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბათუმში მინდია ლავასოღლის ახლობლები თურქეთის საკონსულოსთან საპროტესტო აქციას მართავენ

6-03-2020

“კრიმინალური ავტორიტეტის” მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები ბათუმში საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი თურქეთის საკონსულოსთან შეიკრიბნენ და თურქეთის ციხიდან მინდია გორაძის  საემიგრაციო სამსახურში გადაყვანას მოითხოვენ.
მათივე თქმით, ლავასოღლი 28 თებერვალს თურქეთის ციხიდან საემიგრაციო სამსახურში გადაიყვანეს, თუმცა მალევე უკან დააბრუნეს. ახლობლები განამრტავენ, რომ პატიმარი პროტესტის ნიშნად შიმშილობს და, ამჟამად, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
“აქედან არ წავალთ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ. მოვითხოვთ სამართლიანობას. 28 თებერვალს იყო დადგმული სპექტაკლი. ის არ არის თურქეთში ბრალდებული და ექვემდებარება ექსტრადიციას“, – ამბობს დაკავებულის და, ირინა გორაძე.
აქციის მონაწილეები ახლა თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, მათ ლავასოღლის ციხეში დაბრუნება აქვთ გასაჩივრებული. გადაწყვეტილება სამ საათზე გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ მინდია გორაძე თურქეთში საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს, თუმცა რატომ არ მოხდა ამ დრომდე საქართველოში მისი  ექსტრადირება, უცნობია.

კვირა