გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქვიშხეთში ჩინელმა მუშებმა ქართველები კორონავირუსის გადადების შიშით მშენებლობაზე არ შეუშვეს

6-03-2020

ჩინური კომპანიის წარმომადგენლები, ქვიშხეთში გვირაბის მშენებლობაზე, ქართველ მუშებს გავრცელებული კორონავირუსის გამო სამუშაოდ არ უშვებენ. როგორც “რეგიონულ კვირას” გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულმა ერთ-ერთმა ქართველმა განუცხადა, პრობლემა დღეს დილით წარმოიქმნა, როდესაც ქართველ მუშებს ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობამ სამშენებლო ობიექტზე შესვლისა და მუშაობის გაგარძელების უფლება არ მისცა. ამ დრომდე ჩინური კომპანიის წარმომადგენლები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ, მშენებლობის პროცესი კი შეჩერებულია.
„დილით მივედით ჩვეულებრივ სამუშაოდ და აქაურმა ჩინელებმა გვითხრეს რომ თქვენს ქვეყანაში კორონავირუსია გარცელებული და ჩვენ შეიძლება გადაგვედო მათთვის. სასაცილოა ჩინელი მეუბნება, რომ კორონა ვირუსი შეიძლება გადავდო, როდესაც ვირუსი სწორედ ჩინეთიდან გავრცელდა. ახლა შეჩერებულია მუშაობა და თვითონაც მიხვდნენ, რომ ზედმეტი მოუვიდათ ჩვენთან“, –  განაცხადა ქვისხეთის გვირაბში დასაქმებულმა მუშამ.

kvira