გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საჩხერის სასტუმრო ორი კვირის განმავლობაში კარანტინში მყოფმა მოქალაქეებმა დატოვეს

6-03-2020

საჩხერის სასტუმრო ორი კვირის განმავლობაში კარანტინში მყოფმა მოქალაქეებმა დატოვეს. სასტუმროში ჩინეთიდან გადმოყვანილი 34 მოქალაქიდან 23 იმყოფებოდა. მათი ნაწილი საკუთარ ბინაზე, თვითიზოლაციაში რამდენიმე დღის წინ ეტაპობრივად გაეწერა.

სასტუმროს დირექტორის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არც ერთ მათგანს არ აღენიშნება.

მოქალაების სახლებში დასაბრუნდებლად ტრანსპორტირება სასტუმრომ უზრუნველყო.

ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლოს ცენტრი ამ წუთებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიან იმის შესახებ, თუ რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება კორონავირუსის წინააღმდეგ.

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის უკვე ჯამში 9 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებგვერდის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე 29 თებერვალს, მეოთხე კი 5 მარტს დადასტურდა.

4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3220 ადამიანი ემსხვერპლა, 51,193 კი გამოჯანრთელდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

imedinews.ge