გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმში “ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

6-03-2020

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოქალაქეების თქმით, დასახლებას არ აქვს საკანალიზაციო სისტემა, ფეკალური მასები კი მიწის ზედაპირზე ამოედინება.

ისინი შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ეპიდემიის გავრცელების საფრთხეზე საუბრობენ.

“გაზაფხული მოდის, დათბება მალე და აქ ცხოვრება გაუსაძლისი გახდება. გარდა იმისა, რომ საშინელი სუნია, დაავადებებიც შეიძლება გავრცელდეს. მერიას მივმართეთ განცხადებითაც, მაგრამ მდგომარეობა არ შეცვლილა“, – ამბობენ ადგილობრივები.

ადგილზე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, იგი შესაბამის ორგანოებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

როგორც “რეგიონულ კვირას” ბათუმის მერიაში განუცხადეს,  შემოერთებულ ტერიტორიაზე წყალარინების რეაბილიტაცია იგეგმება, ტენდერი გამოცხადებულია, სატენდერო პროცედურები კი 20 მარტს დასრულდება. რის შემდეგაც შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდება, რაც აღნიშნული ტერიტორიის რეაბილიტაციასაც მოიცავს​.

კვირა