6-03-2020
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება, მათ შორის, საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტციის პროცესიც. წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტს სამი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შეემატება, რომელებიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და აღიჭურვება.
ამჟამად ტყიბულში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მე-4 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 739 200 ლარს შეადგენს. არსებული სამუშაოები ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 50 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონიდის დაფინანსებით, ასევე ხორციელდება ქალაქის მე-2 და სოფელ გელათის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პრეოქტი, რომელიც გასულ წელს დაიწყო. ახლი სასწავლო წლისთვის ბაღები სრულად იქნება გაზიფიცირებული, წყალმომარაგებითა და ელექტოენერგიით უზრუნველყოფილი, ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვი ადაპტირებული.