გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

The telegraph: საქართველო რეგიონში ყველაზე პროგრესულ დემოკრატიას წარმოადგენს

6-03-2020

საქართველო რეგიონში ყველაზე პროგრესულ დემოკრატიას წარმოადგენს - ნათქვამია „The telegraph“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „გლობალურმა გაერთიანებულმა სამეფომ მხარი უნდა დაუჭიროს თავისუფლების მოყვარულ მეგობრებს, რომლებიც რუსეთის ესაზღვრებიან“.


როგორც სტატიის ავტორი წერს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუნხენში ახლახან გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე გაერთიანებულ სამეფოს და დასავლეთის სახელმწიფოებს მოუწოდა, „მეტი ყურადღება და ჩართულობა“ გამოამჟღავნონ საქართველოს მთავრობის პოზიციის მიმართ. აქ იგულისხმება არა მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერა, არამედ პოლიტიკური და დიმპლომატიურიც.


„ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გულისყურით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს. აქ ლაპარაკია სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს რეგიონში მდებარე ქვეყანაზე რუსეთს, ირანს, თურქეთსა და შავ ზღვას შორის, ჩინეთის სარტყელისა და გზის პროგრამის საკვანძო მონაკვეთზე ევროპისა და აზიის მთავარ სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე“, - ნათქვამია სტატიაში.


აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან მუდმივი პროვოკაციების და აგრესიის მიუხედავად (2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ რუსული სამხედრო ძალები დღესაც აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას), საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ სასწაული მოახდინა: „სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია რეგიონში; ქვეყანაში თავისუფალი, აქტიური მულტიპარტიული დემოკრატიაა (საარჩევნო სისტემა, შოტლანდიის მსგავსად, შერეულია); Freedom House-ის ყოველწლიური გამოკვლევის თანახმად საქართველო დღესდღეობით წარმოადგენს „ყველაზე თავისუფალ“ ქვეყანას რეგიონში (თურქეთზე 2-ჯერ უფრო მაღალი შეფასება); და, რაც ალბათ ყველაზე მეტად შთამბეჭდავია, საქართველო იკავებს მე-7 საპატიო ადგილს მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსში, უსწრებს რა გაერთიანებულ სამეფოს და ავსტრალიას, ასევე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 26-ს. ამას კი ქვეყანამ მიაღწია ისეთი სტრატეგიების წყალობით, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებს კონკურენტულ ეკონომიკას, თავისუფალი ბაზრებისა და ინვესტიციებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას, დაბალ გადასახადებს და მსუბუქ რეგულაციებს. ისევე, როგორც გაერთიანებული სამეფო და იმავე მიზნით, საქართველოც სთავაზობს სპეციალურ სავაჭრო ზონებს“, - ამბობს სტატიის ავტორი.


აქვე აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა კარგად აცნობიერებს ამ არასახარბიელო რეალობას და მისი მხრიდან მოსკოვთან დაძაბულობის შემსუბუქებისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა არა მხოლოდ სასწაულებრივად მისცეს საქართველოს ეკონომიკას შემდგომი არსებობის შესაძლებლობა, არამედ სტაბილურობაც უზრუნველყვეს რეგიონში, რომელიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქცეოდა აღმოსავლეთ-დასავლეთის დაძაბულობის ეპიცენტრად, როგორც ეს წარსულში ხდებოდა“.


სტატიის ავტორის თქმით, გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტრომ უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას ვაჭრობის გაგრძელების და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.


„ამით უზრუნველყოფილია ბრიტანეთ-საქართველოს კავშირების დაცვა ბრექსიტის შემდგომ პერიოდში, თუმცა ჩვენ მეტის გაკეთება შეგვიძლია და გვმართებს კიდეც. მიმდინარე რუსულ აგრესიას უნდა დავუპირისპირდეთ თბილისის პროდასავლური მთავრობის მტკიცე მხარდაჭერით. და ეს მხოლოდ რიტორიკას არ გულისხმობს: ამერიკისა და ბრიტანეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის უწყებებმა ახლახან ფარდა ახადეს რუსეთის მხრიდან მასიური კიბერშეტევის ფაქტს საქართველოს წინააღმდეგ. თბილისის მიზანი აგრესიის დაგმობასთან და, ამავე დროს, პროვოკაციებისგან თავის არიდებასთან დაკავშირებით ბეწვის ხიდის მსგავსია - შესაბამისად, ისინი იმსახურებენ ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე იმ სახის მხარდაჭერას უსაფრთხოების სფეროში, რომლის წყალობითაც დადგინდა ხსენებული კიბერშეტევის ფაქტი“ - ამბობს სტატიის ავტორი.