გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გურამ ნიკოლაშვილი: გიგა ბოკერიას მაჟორიტარულ არჩევნებს საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოუგებს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც კი დაუყენებს ოპონენტი

6-03-2020

,,ყოფილმა ჟურნალისტმა, უფლებადამცველმა და საზოგადოდ მოღვაწე გიგა ბოკერიამ ქედმაღლობის მორიგი მაგალითი წარმოგვიდგინა. ქედმაღლობის, რომლითაც იცნობს საზოგადოება მას შემდეგ, როდესაც ძალაუფლებას მოწყურებულმა ახალგაზრდებმა ნაციონალური მოძრაობის მეშვეობით რევოლუცია მოაწყვეს და მართვის ბერკეტებს დაეუფლნენ”,- ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტელეკომპანია იმედის ,,დღის ქრონიკაში“ განაცხადა.


მისი თქმით, რთული აღმოჩნდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ტვირთის ზიდვა, პირველ რიგში კი ჟურნალისტიკის ატანა, ამიტომაც მივიღეთ და ვიხილეთ 2007 წლის 7 ნოემბერი, როგორც მშვიდობიანი მიტინგის დარბევა განსაკუთრებული სისასტიკით, ასევე ტელეკომპანია იმედში შეჭრა, დარბევა, დახურვა და ბოლოს, მიტაცება.


,,დღეს კი ცხოვრება გართულდა. ნაცმოძრაობა დამარცხდა, რევოლუციონერი უზურპატორებისგან ქვეყანა გათავისუფლდა, გათავისუფლდა მედია, გათავისუფლდა სიტყვა, აკეთე რაც გინდა. მათ შორის აკეთე ჟურნალისტიკად მონათლული ცუდი, აგრესიული და ბოროტი პროდუქციაც, როგორც იქცევა მაგალითად ნაცმოძრაობის პარტიული მაუწყებლობა. დღეს მათთვის უკვე რთულია. მათ უწევთ აიტანონ ხელისუფლების გარეთ ყოფნა, ეს ყოვლად უჩვეულო მდგომარეობა ძალაუფლებას მოწყურებული პირისთვის” ,- ამბობს გურამ ნიკოლაშვილი.


საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ გიგა ბოკერია სრულიად მიუღებელი ფიგურაა ქართველი ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობისთვის და ბოკერიას მაჟორიტარულ არჩევნებს საქართველოს ნებისმიერ წერტილში ნებისმიერი ადამიანი, არა მხოლოდ პოლიტიკოსი, არამედ იმედის ნებისმიერი ჟურნალისტიც კი მოუგებს.


,,ვინაიდან ჩვეულება რჯულზე უმტკიცესი, არ იცვლება არც ქედმაღლობა და არც უტიფრობა, რაც გამოსჭვივის ბატონი ბოკერიას ყოველი სიტყვიდან და რის გამოც იგი სრულიად მიუღებელი ფიგურაა ქართველი ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობისათვის. საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებებს ისეთი პირი უჩანს, რომ გარკვეული რაოდენობის მაჟორიტარული ოლქები ნამდვილად შენარჩუნდება. აქედანვე მაინტერესებს, ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში, ნებისმიერ ოლქში დააყენებს თუ არა თავის კანდიდატურას გიგა ბოკერია? ერთხელ მაინც თუ მოგვეცემა შესაძლებლობა ქართველ ამომრჩეველს გავზომოთ მისი პირადი რეიტინგი არჩევნებში? ნუთუ არაა საინტერესო ნდობის რა ხარისხით სარგებლობს ქართული დემოკრატიის დამფუძნებელი მამა, საქართველოს პარლამენტის წევრი? ნუთუ ამ საზომის გარეშე უნდა ვისმენდეთ მის ჭკუის სწავლებებს? პასუხი წინასწარ ცნობილია. ნულოვანით. გიგა ბოკერიას მაჟორიტარულ არჩევნებს საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოუგებს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც კი დაუყენებს ოპონენტი. მას არჩევნებს მოუგებს არამხოლოდ პოლიტიკოსი, არამედ იმედის ნებისმიერი ჟურნალისტიც კი”,- აცხადებს გურამ ნიკოლაშვილი.


მისი თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ეტაპი თითქმის ამოწურულია და მომავალ კვირაში ვნახავთ, წარადგენს თუ არა მმართველი პარტია საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას საქართველოს პარლამენტში და დაიწყება თუ არა განხილვა.