6-03-2020
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდებულ შ.ლ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 4 მარტს, ქ.ჭიათურაში, შ.ლ.-მ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის - მ.რ.-ს მიმართ, ხელი დაარტყა სახისა და თავის არეში და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა შ.ლ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მალევე დააკავეს.
შ.ლ.-ს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126’ მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 11’-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.