გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორი კორონავირუსისგან ქვეყნის დაცვისა და პრევენციული შეზღუდვების შემოღების საკითხში ხელისუფლებას გვერდში უდგას

6-03-2020

„მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები გვერდში უდგანან ხელისუფლებას იმ ნაწილში, რაც ეხება ქვეყნის დაცვას კორონავირუსისგან, პრევენციულ ღონისძიებებს, თუნდაც ისინი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებდეს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა ქვეყნის ტურისტული სექტორის წინაშე კორონავირუსის ფონზე არსებული გამოწვევებსა და მათი დარეგულირების საკითხებს შეეხებოდა.

„ტურისტული ინდუსტრია მოგვიწოდებს, რაშიც ჩვენც ვეთანხმებით, რომ საქართველო ბევრი მიმართულებითაა სამაგალითო, ამ ნაწილშიც ვიყოთ მსოფლიოში სამაგალითო თუნდაც ჩვენი უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების კუთხით. ქვეყანა, რომელიც არის ყველაზე უფრო მეტად უსაფრთხო ტურისტებისთვის - სწორედ ასეა დღეს ჩვენი ქვეყანა პოზიციონირებული და ეს ცნობილი ფაქტია, ასევე უსაფრთხოა, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის კორონავირუსის წინაშეც. გამომდინარე აქედან, ეს ძალიან დამაიმედებელი მესიჯია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.