გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არჩილ თალაკვაძე: საზოგადოების დაკვეთაა, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენი მომავალი და უსაფრთხოება იყოს პროგნოზირებადი

6-03-2020

„მთელი საზოგადოების დაკვეთაა, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენი მომავალი და უსაფრთხოება იყოს პროგნოზირებადი - არ მოხდეს პოლიტიკური სისტემის იმგვარად დანაწევრება და დესტრუქცია, რომ ამით ისარგებლოს რუსეთმა და გაზარდოს თავისი გავლენები საქართველოში. როდესაც ოპოზიციის ნაწილი უკიდურესად დესტრუქციულია და დესტაბილიზაციისკენ აქვს მიდრეკილება - ამით საბოლოო ჯამში სარგებლობს რუსეთი” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ჩვენი მოქალაქეების, ხელისუფლების, ასევე, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების სურვილია, რომ შეთანხმება შედგეს და ნორმალური პოლიტიკური პროცესი წარიმართოს - ეს უსაფრთხოებას და დემოკრატიულ განვითარებას პირდაპირ უკავშირდება. „ჩვენი მოქალაქეების,
ხელისუფლების, ასევე, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების სურვილია შედგეს შეთანხმება და ნორმალური პოლიტიკური პროცესი წარიმართოს - ეს უსაფრთხოებას და დემოკრატიულ განვითარებას პირდაპირ უკავშირდება. 2020 წლის შემდეგ ჩვენმა საზოგადოებამ ისევ არ უნდა მიიღოს კამათი
და ჩხუბი პოლიტიკურ პარტიებს შორის თუ რომელი სისტემა ჯობია და ვისთვის, არამედ უნდა მიიღოს განახლებული პროგრამები, პოზიტიური წესრიგი, შეჯიბრი იდეებს შორის და პროგრესული გადაწყვეტილებები საკუთარი ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ჩვენი სურვილი და ეს არის საზოგადოების
სურვილი“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.