6-03-2020
კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები დასრულდა. ამ დროისთვის 21 ბაღი სპეციალური ხსნარით დამუშავდა.
სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლებში, სადაც დეზინფექცია 18 საჯარო და 1 სამრევლო სკოლას ჩაუტარდა. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათი სპეციალური ხსნარით დამუშავება 16 მარტამდე გაგრძელდება. სადეზინფექციო ღონისძიებები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.