გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

არჩილ თალაკვაძე: მოლაპარაკებების შეთანხმებით დასრულება არის ტესტი, თუ რეალურად ვის სურს დემოკრატიული არჩევნები

6-03-2020

„ეს არის რეალურად, ტესტი, თუ ვის სურს პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე ჩატარებული დემოკრატიული არჩევნები და ვინ უჭერს მხარს დესტაბილიზაციას და ცდილობს საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით მოიპოვოს გარკვეული უპირატესობება“,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველი გუნდის შეთავაზებასა და ოპოზიციასთან დიალოგის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ყველა მხარიდან გადადგმულია ნაბიჯები და მოლაპარაკებები ახლოსაა შეთანხმებით დასრულებასთან.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორშაბათის ჩათვლით ჯერ კიდევ არის დრო, რომ იყოს შეხვედრა - ერთი ან ორი, რამდენიც საჭიროა. ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, ყველა მხრიდან არის გადადგმული ნაბიჯები. ახლა ობიექტურად არსებობს შესაძლებლობა, რომ შეთანხმება შედგეს. ეს არის რეალურად, ტესტი, თუ
ვის სურს პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე ჩატარებული დემოკრატიული არჩევნები და ვინ უჭერს მხარს დესტაბილიზაციას და ცდილობს საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით მოიპოვოს გარკვეული უპირატესობება. ხელისუფლება დესტაბილიზაციას არ დაუშვებს; საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით
ვერავინ მოიპოვებს უპირატესობას. საუკეთესო გამოსავალი არის, რომ მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას და ამ შეთანხმების საფუძველზე ჩავატაროთ 2020 წლის არჩევნები“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.