გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველომ აშშ - ისთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებით

6-03-2020

„ფორბსის“ სტატიაში „რატომ მოუნდა უცებ ყველას საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება“ შედარებულია აშშ - ის ვაჭრობის დინამიკა საქართველოსა და იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც შეერთებულ შტატებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული. სტატისტიკიდან კარგად ჩანს იმ სარგებელი, რომელსაც საქართველო მიიღებს აღნიშნული სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში.

2018 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევა ჩატარდა, რომელიც გადაეცა აშშ კომერციის მდივანს და სახელმწიფო მდივნის აპარატს. კვლევა საკონსულტაციო კომპანია PwC (PricewaterhouseCoopers) Georgia-მ მოამზადა.

კვლევამ აჩვენა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსა და აშშ-ს შორის ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სავაჭრო ღირებულების ზრდას 515 მლნ. აშშ დოლარამდე 2023 წლისთვის, რაც წარმოადგენს სავაჭრო ღირებულების დაახლოებით 50%-იან ზრდას, არსებულ მონაცემებთან შედარებით.

კვლევის თანახმად, საქართველოს ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი აშშ-ში მიაღწევს 19%-იან ყოველწლიურ მაჩვენებელს შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში.

კვლევაში არსებული პროგნოზით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება აშშ-სა და საქართველოს შორის ხელს შეუწყობს პირველი 5 წლის განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლების ზრდას ყოველწლიურად 27.16%-ით. თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების შემთხვევაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის აღნიშნული ზრდის შედეგად, 2023 წლისთვის აშშ-დან საქართველოში ინვესტიციების მოცულობა 180 მლნ. აშშ დოლარით მეტი იქნება, ვიდრე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში.

კვლევის თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შედეგად 2023 წელს, ნავარაუდებია საქართველოში 12 000-ით მეტი ამერიკელი ტურისტის ვიზიტი.