გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბონდო მძინარიშვილი: აქ რომ ვინმე გარდაიცვალოს კორონავირუსით, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?!

7-03-2020

„აქ რომ ვინმე გარდაიცვალოს კორონავირუსით, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?!“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ბონდო მძინარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მძინარიშვილი აღნიშნავს, იტალიაში, ერთ დღეში, კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა, ამაში იტალიის მოსახლეობა ტირილით არ ადანაშაულებს ხელისუფლებას:

„იტალიაში, ერთ დღეში, კორონავირუსით დაინფიცირებული 49 ადამიანი გარდაიცვალა. იქნებ, ვინმემ ნახა გარდაცვლილთა ფოტოები?! იქნებ, ვინმემ ნახა ინტერვიუები გარდაცვლილთა ოჯახის წევრებთან?! იქნებ, ვინმემ ნახა ქვრივები და ობლები, რომლებიც ტირილით ადანაშაულებენ იტალიის ხელისუფლებას?! თუ ნახავთ, მეც გამიზიარეთ! აქ რომ ვინმე გარდაიცვალოს კორონავირუსით, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?! გახსოვთ, ცნობილი შეკითხვა - "გვეშველება რამე?“ პასუხიც ხომ ყველამ ვიცით?! მე კი ინფექციური საავადმყოფოს სანიტრის პასუხის პერიფრაზით ვუპასუხებ: არ ვართ ჩვენ კარგად, არ ვართ კარგად“, - წერს ბონდო მძინარიშვილი.