გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კელი დეგნანი: საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში ნატოს სტანდარტების შესრულებაში

7-03-2020

„აშშ-ს გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე არის უცვლელი. ერთგული ვართ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების“ - განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

„საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს რთული სამუშაო, რომელიც მას ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობამდე მიიყვანს. ეს სტანდარტები არის საკმაოდ მაღალი და ძალიან ზუსტად განსაზღვრული. ვფიქრობ, საქართველომ ეს ძალიან კარგად იცის და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში ნატოს სტანდარტების შესრულებაში, რომლებსაც ნატო მოითხოვს ალიანსის ყველა წევრისგან. თუმცა, არის ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პოლიტიკური ნაწილიც და აქაც ძალიან მაღალი სტანდარტები და მოლოდინებია. საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა ამ სტანდარტების მისაღწევად. აშშ კვლავაც გაუმაგრებს ზურგს საქართველოს და შესაძლებელია ჩვენ ვართ მისი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერები და ასეც გავაგრძელებთ, რადგან ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით ავღანეთში, სხვაგანაც და ვიცით, რომ საქართველოს აქვს უნარი და ერთგულება, რაც საჭიროა უსაფრთხოების საერთაშორისო ქმედებებში ჩართვისთვის” - განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩის თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჰელმანდში ყოფნისას და ახლა უკვე ბაგრამში.

„ჩვენ ვართ უაღრესად მადლიერი საქართველოსი იმისთვის, რაც გააკეთა - მისი პარტნიორობისთვის, განსაკუთრებით ავღანეთში, სადაც მან მნიშვნელოვანი მსხვერპლი გაიღო - 32 ჯარისკაცის სიცოცხლე და სამასამდე დაჭრილი სამხედრო. საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჰელმანდში ყოფნისას და ახლა უკვე ბაგრამში. ვფიქრობ, საკმაოდ დიდ ძალისხმევას ვწევთ საქართველოსთან ერთად ერთობლივი წვრთნების ჩატარებისთვის. გუშინ ვეწვიე თბილისთან ახლოს მდებარე წვრთნისა და შეფასების ცენტრს. შესანიშნავად მომაწოდეს ინფორმაცია ქართველმა ოფიცრებმა ცენტრის შესახებ და საქართველოს ძალისხმევაზე შეექმნა უმაღლესი დონის საწვრთნელი ცენტრი, სადაც შეუძლიათ ჩამოსვლა ნატოს წევრებსა და მოკავშირეებს. კვლავ გავიმეორებ, ვხედავთ, რომ საქართველოს შეაქვს კონკრეტული წვლილი და ეს მას გაუკვალავს გზას საბოლოო წევრობისკენ ნატოში” - განაცხადა კელი დეგნანმა.