გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კელი დეგნანი: საქართველოში არის ნამდვილი ენერგია წინსვლისთვის

7-03-2020

„აქ ძალიან ბევრი რამ ხდება, არის ნამდვილი ენერგია წინსვლისთვის და იმის შენარჩუნებისთვის, რაც საქართველომ აშენა 30-წლიანი რეალური დამოუკიდებლობის პერიოდში, აგრეთვე ეკონომიკის განვითარებისთვის“ - განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, აშშ-მა საქართველოში განახორციელა 4 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ვინაიდან სჯერა საქართველოს წარმატების.

„თქვენ გაქვთ აქტიური მედია, გყავთ აქტიური და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, მოწადინებულები ხართ მიაღწიოთ პროგრესს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. ჩვენ გვსურს კვლავაც ვიყოთ საქართველოს პარტნიორები ყველა ამ საქმეში. აშშ-მა საქართველოში განახორციელა 4 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია თითქმის 30-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში, ვინაიდან ჩვენ გვჯერა საქართველოს წარმატების. ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველო სტაბილურ, მშვიდობიან და ეკონომიკურად განვითარებულ, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად და ვფიქრობ, თქვენ ამ მიზნებს უახლოვდებით“ - განაცხადა კელი დეგნანმა.