გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

უკონკურენტოდ მოგებული 94 ტენდერი და ბიუჯეტიდან გამოყოფილი 87 მილიონი ლარი - ბათუმის "სანდასუფთავება" დარღვევები GRASS-ის კვლევაში

8-03-2020

ბათუმის მერიის ბალანსზე რეგისტრირებული შპს "სანდასუფთავების" მიერ, უკონკურენტოდ მოგებული 94 ტენდერი და 2019 წლის ჩათვლით ბიუჯეტიდან მიღებული 87 მილიონი ლარი - არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასის" კვლევის საგანი გახდა. ორგანიზაციის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბათუმის თვითმმართველობა ტენდერებში, წლებია, ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს არღვევს, რაც სავარაუდო და სახელშეკრულებო ღირებულებებს შორის განსხვავებას მინიმუმამდე ამცირებს.

"სანდასუფთავების"-ის მიერ 2019 წლის დეკემბერში მოგებული ორი ტენდერის ღირებულება, 750 ათას ლარს შეადგენდა. მიმწოდებელს ბათუმის პარკების დასუფთავებასთან ერთად, ადგილზე მსხვილფეხა პირუტყვის მოძრაობა უნდა აღეკვეთა. ადგილობრივი ოპოზიციის მტკიცებით, სამუშაოები ფაქტობრივად არ შესრულებულა, რამაც ბიუჯეტიც და ქალაქიც აზარალა. ოპონენტები გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

რატომ იგებს მილიონობით ლარის ტენდერს შპს "სანდასუფთავება" ყოველწლიურად უკონკურენტოდ და რატომ იშლება ტენდერები, სადაც ალტერნატიული კომპანია მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს - ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ბათუმის მერმა არ ისურვა. მერიის შესყიდვების სამსახურში კი ამტკიცებენ, რომ კომპანიის გამართული ტექნიკურ-მატერიალური შესაძლებლობების გამო, რეგიონში მასთან კონკურენციის სურვილი არავის აქვს. აღმასრულებელი ხელისუფლების არგუმენტებს ეთანხმებიან საკრებულოს უმრავლესობაშიც.

ტექნიკური და მატერიალური ბაზის გამართულ მუშაობას, სატენდერო წარმატებების წინაპირობად მიიჩნევენ "სანდასუფთავების" კომპანიაშიც. მისი დირექტორის მოადგილის თქმით, კომპანია რამდენიმე ტენდერში კონკურენტებთან დამარცხდა კიდეც. თუმცა ნარგიზ ფალავანდიშვილს არ დაუკონკრეტებია, რომ ოთხი წაგებული ტენდერის ჯამური ღირებულება მხოლოდ 67 ათას ლარს შეადგენდა, მოგებული ტენდერების კი ათეულობით მილიონ ლარს.

შპს "სანდასუფთავებასა" და ბათუმის მერიას შორის გაფორმებულ ათეულობით სატენდერო ხელშეკრულებების შესწავლა, სავარაუდოდ აუდიტის სამსახურს მოუწევს.

რუსთავი2