გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ანტისანიტარია და მოუწესრიგებელი სველი წერტილები ქობულეთის სკოლებში - რა პირობებში უწევთ სწავლა ბავშვებს კორონავირუსის ფონზე

8-03-2020

ქობულეთის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურა გაუმართავი, რიგ შემთხვევებში კი, სრულად ამორტიზებული და გამოსაყენებლად უვარგისია. არის სკოლები სადაც საპირფარეშოები შენობის გარეთ დგას. იქ კი, ხშირ შემთხვევაში ჰიგიენური ნორმები არ არის დაცული. "კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა შეჩერებული სასწავლო პროცესის მიუხედავად რამდენიმე ასეთი სკოლის გადაღება მოახერხა.

ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვას საჯარო სკოლაში ხელსაბანის ნიჟარები დაბინძურებულია, არ არის თხევადი საპონი, იატაკზე დგას წყლის გუბეები. პრობლემას წარმოადგენს საპირფარეშოებიც, რომლებსაც არ აქვს კარი, ინფრასტრუქტურა ამორტიზებული და გამოსაყენებლად უვარგისია

სასწავლო დაწესებულებას სამი შენობა აქვს,რომელშიც მოსწავლეები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით არიან გადანაწილებული. სველი წერტილები სამივეგან მოუწესრიგებელია, ერთ შემთხვევაში კი საპირფარეშო მხოლოდ შენობის გარეთაა. ანტისანიტარია და მოუწესრიგებელი გარემოა შენობაში განთავსებულ საპირფარეშოებშიც. ხელსაბანები აქაც მწყობრიდან არის გამოსული.

დაგვას საჯარო სკოლაში არსებული სიტუაციის ანალოგიური სურათი დახვდა "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ქობულეთის რაიონის კიდევ რამდენიმე სოფელში. ინფრასტრუქტურა ნაკაიძეების საჯარო სკოლაშიც მოუწესრიგებელია. მოსწავლეებს ამ შემთხვევაშიც სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე უწევთ განათლების მიღება. იმ სკოლებში კი, რომლებიც ინფრასტრუქტურულად გამართულია, წყლის პრობლემასთან გამკლავება საკმაოდ ხშირად უხდებათ.

სკოლაში არსებული ვითარების შესახებ იციან ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრშიც. აქ ამბობენ, რომ დაგვას სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას რამდენიმე თვეში იგეგმება.

ჰიგიენური ნორმების დაცვის გარეშე, ანტისანიტარულ პირობებში მხოლოდ დაგვას საჯარო სკოლაში საშუალო განათლებას 243 მოსწავლე იღებს.

რუსთავი2