გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სააკაშვილი: ახლა მთავარია, მობილიზება და შეტევა გამარჯვებისკენ!

8-03-2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა. 
მისი თქმით, ვინაიდან ქართველი ხალხის დიდ ნაწილს სურს, რომ იგი ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს, მას ამისი საშუალება უნდა მიეცეს.
ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობისა და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ
ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ!
აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს გიგი უგულავა და სხვა პოლიტპატიმრები.
ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში და ამის საშუალებაც უნდა მომეცეს...
არჩევნების შემდეგ, სადაც ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება - უბრალოდ დავანგრევთ მის ოცნებას!
ახლა მთავარია, მობილიზება და შეტევა გამარჯვებისკენ ძალიან დარწმუნებული, გაერთიანებული ძალებით სვლა!"-განაცხადა სააკაშვილმა.